კახეთი. 19 მაისს, თელავში, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა გამართა ანგარიშის
პრეზენტაცია „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება: საქართველოს ხელისუფლების მიერ 2012 წელს გაწეული საქმიანობის შეფასება".
პრეზენტაციაზე შეაფასეს 2012 წელს სურსათის უვნებლობის
რეგულირების კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ საქმიანობას, გამოყვეს პრობლემები,
რომლებიც ხელს უშლის რეფორმების განხორციელებას.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროგრამის მენეჯერის
ვახტანგ კობალაძის თქმით პრეზენტაციაზე წარმოდგენილი ანგარიში წინასწარია:
,,ევრაზიის
თანამშრომლობის ფონდი, ანგარიშის ავტორებთან ერთად, აგროვებს შენიშვნებს ანგარიშის
თემაზე მომუშავე კომპეტენტური ორგანიზაციებისაგან და მზად არის ყველა რელევანტური შენიშვნა
გაითვალისწინოს, რის შემდეგაც ანგარიშის საბოლოო ვერსია გამოიცემა. ანგარიში მომზადდა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ინიციატივით,
დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ, ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო
განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „საქართველოში
სურსათის უვნებლობის სფეროში განხორციელებულ რეფორმებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის
ხელშეწყობა".
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.