თბილისი. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ორგანიზებით, რელიგიურ გაერთიანებათა წარმომადგენლები პოლიტიკურ პარტიას „ირაკლი ალასანია - თავისუფალ დემოკრატები" შეხვდნენ.
„შეხვედრაზე განხილული იყო ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული ძირითადი პრობლემები: რელიგიური გაერთიანებების დაფინანსების, სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის, რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი სამართალდარღვევებისა და მათზე სახელმწიფოს რეაგირების, მუსლიმი თემის წინაშე არსებული პრობლემებისა და დისკრიმინაციული მოპყრობის, საკანონმდებლო და პრაქტიკის კუთხით არსებული უთანასწორობის, საკულტო ნაგებობების, მათ შორის, ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებული ბარიერების, საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუციის, სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის, რელიგიის საკითხთა სახელმწოფო სააგენტოს მუშაობისა და რელიგიური გაერთიანებების ავტონომიაში სახელმწიფოს ჩარევის საკითხები," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: tdi.ge