შიდა ქართლი. საზოგადოება ,,ბილიკი" ახორციელებს პროექტს – ,,ქართველი,ოსი და დევნილი ახალგაზრდების ინტეგრაცია და მხარდაჭერა სამოქალაქო გააქტიურებისათვის" პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს შიდა ქართლში მცხოვრები ქართველი,ოსი და დევნილი ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას,საზოგადოებაში ინტეგრაციას და სამოქალაქო ინიციატივებს. პროექტი ხორციელდება სოფელ ხურვალეთის,შავშვების,წითელუბნის საჯ.სკოლების ბაზაზე.ბ სწორედ,მოსწავლეთა მიერ გამოვლენილი პრობლემების მოგვარებისა და მხარდაჭერის მიზნით,შედგა სამუშაო შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში,სადაც სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებმა გააკეთეს,მათ მიერ გამოვლენილი პრობლემების პრეზენტაცია და წარმოადგინეს ადვოკაციის გეგმები-თუ როგორ ხედავენ ამ პრობლემების გადაწყვეტას და რა მხარდაჭერა სჭირდებათ მათ.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში