იმერეთი. 5 ივნისს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი თელავის, დმანისის და მარნეულის ახალგაზრდულ ცენტრებთან ერთად შეუერთდა საინფორმაციო კამპანიას გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით. გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშნვა მიზნად ისახავდა ადამიანთა პასუხისმგებლობის ამაღლებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას, გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩაბმას. ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა სპეციალურად ამ დღისთვის მოამზადეს პოსტერები გარემოს დაცვის საკითხებზე და ქალაქის მასშტაბით მსვლელობა მოაწყვეს. განხორციელდა Skype კონფერენცია, რომელშიც ქუთაისელ ახალგაზრდებთან ერთად დმანისის, მარნეულის და თელავის ახალგაზრდული ცენტრის წევრები მიიღეს მონაწილეობა. ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" წარმომადგენელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ირაკლი მაჭარაშვილი ახალგაზრდებს ესაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ნარჩენების მართვა, დაცული ტერიტორიები, საქართველოში არსებული უნიკალური ბუნებრივი ძეგლები, ეკო-მიგრანტები და საქართველოში არსებული კანონმდებლობა გარემოს დაცვით საკითხებთან დაკაშირებით.
წყარო: ქუთაისის
ახალგაზრდული ცენტრის გვერდი სოციალურ ქსელში