სამეგრელო. 12 ივნისს ასოციაცია „ათინათის" ახალგაზრდული ცენტრის „ორტუსის" ორგანიზებით ჩატარდა დისკუსია „კაფე-სუფრის" მეთოდით თემაზე „ბავშვი და ქუჩა". დისკუსიაში ჩართულები იყვნენ ამავე სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები, რომლებიც მსჯელობდნენ თემებზე რაში მდგომარეობს პრობლემა, რა არის პრობლემის მიზეზი, რა როლი აქვს მშობელს,მასწავლებელს და სახელმწიფოს, რა არის პრობლემის გადაჭრის გზები. დისკუსია ჩატარდა პროექტის – „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში,რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში