თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს ბლოგპოსტს: კორუფციის კვამლი: დიდი განაწილება თამბაქოს ბიზნესში.
„„ომეგა ჯგუფის" გარშემო გავრცელებულმა ფარულმა ჩანაწერებმა კითხვები წარმოშვა საქართველოში თამბაქოს ბიზნესში წამყვანი კომპანიების ქმედებებისა და მასში მთავრობის მაღალჩინოსნების ჩართულობასთან დაკავშირებით.
მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერების ავთენტურობა ჯერაც დასადგენია, ამჟამად ცნობილი ფაქტებისა და გარემოებების ანალიზი იმაზე მიუთითებს, რომ მაღალი ალბათობით საქმე გვაქვს კორუფციის შემთხვევასთან, რომლის ბენეფიციარები მაღალი თანამდებობის პირები და მმართველი პარტია იყვნენ. ამასთან, ბიზნეს-ჯგუფებთან ერთად, მოცემულ სქემაში სავარაუდოდ მონაწილეობდნენ როგორც აღმასრულებელი, ისე სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები.
ფარული ჩანაწერების ავთენტურობის დამტკიცებისა და ზემოთ გამოთქმული ვარაუდების დადასტურების შემთხვევაში, საქმე გვაქვს სერიოზულ კორუფციულ დანაშაულთან, რომელშიც მაღალი თანამდებობის პირები და სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. აქედან გამომდინარე, გავრცელებულ მასალებზე რეაგირება და ამ საქმის გამოძიება მნიშვნელოვანი ტესტი იქნება, რომელიც გვაჩვენებს, თუ რამდენად აქვს საქართველოს ხელისუფლებას მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის პოლიტიკური ნება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: www.transparency.ge