თბილისი. მედიის განვითარების ფონდმა გამოაქვეყნა 2017 წლის კვლევის შედეგები. იგი მოიცავს როგორც მედია საშუალებებზე, ასევე სხვა წყაროებზე – პოლიტიკურ კლასზე, სასულიერო პირებზე, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების ცალკეულ წარმომადგენლებზე დაკვირვების შედეგს.
„...მონიტორინგის პერიოდში (2017 წლის 1 იანვარი – 31 დეკემბერი) სულ 1926 დისკრიმინაციული შინაარსის კომენტარი გამოვლინდა, რომელთაგან ყველაზე დიდი წილი ქსენოფობიაზე (49,1%) მოდის, შემდეგ ადგილზეა ჰომოფობია (38%), შედარებით ნაკლებად რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია (7,3%), სიძულვილის ენა სხვადასხვა მოტივით (4,5%), რასიზმი (1%) და 1 შემთხვევაში (0,1%) გეოგრაფიული ნიშნით დისკრიმინაცია", ნათქვამია კვლევაში.
სრულად...
წყარო: mdfgeorgia.ge