თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ბლოგპოსტს: „როგორ დავიცვათ პირადი უსაფრთხოება Facebook-ში".
„Facebook-ის მოხმარებას, სარგებლის გარდა, თან გარკვეული რისკებიც ახლავს. ბოლო მონაცემებით, 83 მილიონი ყალბი Facebook ანგარიში არსებობს. ასეთი ანგარიშები ხშირ შემთხვევაში იდენტობის დაფარვის ან ინფორმაციის ანონიმურად გავრცელების მიზნებით გამოიყენება. მათი არსებობა სოციალური ქსელის გამოყენების რისკს საგრძნობლად ზრდის, რადგან ყალბი ანგარიშის მფლობელს შეუძლია მარტივად მიითვისოს თქვენი იდენტობა, დაუმეგობრდეს თქვენსავე მეგობრებს და მათგან თქვენივე პირადი ინფორმაცია გამოითხოვოს.
საბედნიეროდ, Facebook ითვალისწინებს ამ და სხვა რისკებს და აძლევს მომხმარებელს არაერთ საშუალებას, აკონტროლოს საკუთარი უსაფრთხოების პარამეტრები. მაგალითად, Facebook-ზე განსაკუთრებულად მოწყვლადი სეგმენტისთვის - მოზარდებისთვის - სპეციალური უსაფრთხოების პორტალია შექმნილი. თუმცა, სამწუხაროდ, ცოტამ თუ იცის ამ საშუალებების შესახებ.
სწორედ ამიტომ, IDFI-მ მოამზადა Facebook უსაფრთხოების გზამკვლევი, რომელიც დაგეხმარებათ პირადი ინფორმაციის დაცვაში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: idfi.ge