კახეთი. დღეს, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების მიერ ორგანიზებული სემინარი გაიმართა, რომელიც გლობალური ინიციატივის, ,,მასწავლებლები-ადამიანის უფლებების კულტურის ამაღლებისთვის’’ პროექტის ფარგლებში ჩატარდა. შეხვედრას საჯარო სკოლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტრენინგი სამ ძირითად ამოცანას ითვალისწინებდა: სამოქალაქო და ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით მასწავლებელთა უნარების გაზრდა, მასწავლებელთა პროფკავშირების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა ადამიანის/ დასაქმებულთა უფლებების უკეთ დაცვა, მასწავლებელთა პროფკავშირებისა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობას ადამიანის ფუნდამენტალური უფლებების დაცვის კამპანიას:
,,ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი აზრის დაფიქსირება და ურთიერთგაცვლა, ასევე ცოდნა რისი უფლება აქვს დასაქმებულს და რისი არა,’’- განაცხადა პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ.