სამცხე-ჯავახეთი. ახალგაზრდა ევროპელი ელჩები, მარიამ ნადირაძე და მარიამ ლეკიშვილი სოფელ ურაველს ესტუმრნენ და იქ მცხოვრებ მოსწავლე ახალგაზრდებს, ასევე, მასწავლებლებს, საქართველოს ევროპულ არჩევანსა და ამ არჩევანიდან გამომდინარე, სარგებლის შესახებ ესაუბრნენ.
ევროპელი ელჩების პროექტი ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" თანამშრომლობით, ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის (PITA) ფარგლებში. პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების, საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) პროგრამის პარტნიორი ახალციხესა და ახალქალაქში, საზოგადოებრივი ორგანიზაცია, დემოკრატ მესხთა კავშირი.
სრულად
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში