თბილისი. ბულინგის პრევენციის საპილოტე პროგრამის მესამე ეტაპი ორ საჯარო სკოლაში განხორციელდება - „არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტმა" ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს" მხარდაჭერით სკოლებში ბულინგის პრევენციის საპილოტე პროგრამის მესამე ეტაპს იწყებს. ამის შესახებ ორგანიზაციებმა 19 მარტს, ფონდის ოფისში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს.
2018 წლის განმავლობაში, ორგანიზაცია პროგრამის პილოტირებას უკვე საჯარო სკოლებში უზრუნველყოფს. პროექტში ჩართულნი არიან N156 და N31 საჯარო სკოლები. პროექტის ფარგლებში ერთი მხრივ, უშუალოდ საპილოტე სკოლებში დაინერგება ანტიბულინგური პროგრამა, მეორე მხრივ კი, სრულყოფილად გამოცდილი მეთოდოლოგია მომზადდება მის დასანერგად სხვა საჯარო სკოლებშიც. ანტიბულინგური პროგრამა ითვალისწინებს სკოლის კლიმატის კვლევის შედეგად გამოვლენილ საჭიროებებზე დაფუძნებულ ინტერვენციას და მუშაობას სკოლის თემის თითოულ რგოლთან (მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები, ადმინისტრაცია).
სრულად
წყარო: http://www.osgf.ge