თბილისი. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ცენტრი (TDI) აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, განათლების სამინისტრომ მუსლიმი მოსწავლისთვის თავსაბურავის ტარების უფლების აკრძალვა ლეგიტუმურად მიიჩნია.
„როგორც არაერთ შემთხვევაში გამოიკვეთა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არ ახდენს ეროვნული საკანონმდებლო ბაზის სიტემურ განმარტებას დისკრიმინაციის აკრძალვასთან მიმართებით ან/და არასწორად განმარტავს „ზოგადი განათლების შესახებ” კანონის ნორმებს. კერძოდ, კანონის მე-18 მუხლის თანახმად: „საჯარო სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლოების განთავსება არ უნდა ემსახურებოდეს არააკადემიურ მიზნებს”.
აღსანიშნავია, რომ კანონის მიზნებისთვის, „რელიგიური სიმბოლიკა” გულისხმობს საკლასო ოთახში, ასევე ზოგადად, სასკოლო სივრცეში ხატებს, ჯვრებს და სხვა რელიგიური დანიშნულების ნივთებს. მოსწავლეების მიერ ისლამური თავსაბურავის, ისევე როგორც სხვა აღმსარებლობების სიმბოლიკის (მაგ. ქრისტიანული ჯვრის) ტარება აღნიშნული მუხლით აკრძალული არ არის. შესაბამისად, სკოლის შინაგანაწესებში არსებული ჩანაწერები თავსაბურავის აკრძალვის თაობაზე, ფორმით ნეიტრალური ხასიათისაა, მაგრამ მათი ინტერპრეტაცია ცალკეული სკოლების ადმინისტრაციისა და განათლების სამინისტროს მხრიდან, უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს მუსლიმ გოგონებს, მაშინ როცა სხვა რელიგიის აღმსარებელ მოსწავლეებს რელიგიური მრწამსის გამოხატვა რელიგიური ატრიბუტის ტარების საშუალებით არ ეზღუდებათ”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: tdi.ge