თბილისი.ინტერნიუს საქართველო, ინტერნიუს სომხეთი და ინტერნიუს აზერბაიჯანი ბრიტანეთის საელჩოს
ფინანსური მხარდაჭერით იწყებენ 2 წლიან პროექტს „კონფლიქტსენსიტიური გაშუქების ხელშეწყობა
სამხრეთ კავკასიაში", მასში მონაწილეობას მიიღებენ კოლეგები სოხუმიდან, ცხინვალიდან
და ყარაბაღიდან.
პროექტის ერთერთი მიზანი სამხრეთ კავკასიის მედიაში კონფლიქტების გაშუქებასთან დაკავშირებული სიტუაციის შეფასებაა, რა მიზნითაც საწყის ეტაპზე ჩატარდება საექსპერტო გამოკითხვების ანალიზი. კვლევის ფარგლებში გამოიკითხება 30 ექსპერტი პროექტის მიზნობრივი რეგიონიდან. საბოლოო ანგარიში და შემუშავებული რეკომენდაციები გაეცნობა სამხრეთ კავკასიის მედიის წარმომადგენლებს, რედაქტორებს, ჟურნალისტებსა და მედია მენეჯრებს. ჩატარდება ტრენინგები მედია ინდუსტრიის წარმომადგენელი სხვადასხვა ჯგუფებისთვის, მათ შორის ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის.
2013 წლის ოქტომბრიდან პროექტის გუნდი მოამზადებს სატელევიზიო გადაცემებს რეგიონში არსებულ კონფლიქტებთან მიმართებაში აქტუალურ საკითხებზე, რომლებიც გადაიცემა წამყვანი ტელეკომპანიების მიერ. განმახორციელებელი პარტნიორების ვებ-გვერდებზე პერიოდულად განთავსდება კონფლიქტებთან დაკავშირებული სტატიები და სათანადო ვიდეომასალა.
წყარო: media.ge