თბილისი. მედიის განვითარების ფონდმა 1 აგვისტოს ტელეკომპანია „იმედის" საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტის შესახებ განცხადება გაავრცელა. „შეშფოთებას გამოთქვამს 1 აგვისტოს ტელეკომპანია „იმედის" 8 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტის გამო, რომელშიც ბათუმში მომხდარი მარიამ კოჩალიძის მკვლელობის ვერსიად რელიგიური მოტივაციაა შემოთავაზებული. რედაქცია ყოველგვარი გადამოწმების გარეშე ავრცელებს გარდაცვლილის დედის ემოციურ ფონზე გაკეთებულ განცხადებას, თითქოსდა მკვლელმა მარიამის მსხვერპლშეწირვა მოახდინა.
მისასალმებელია, რომ 2 აგვისტოს ტელეკომპანია იმედი გამოეხმაურა „ქართველ მუსლიმთა კავშირის" მიმართვას, რომელიც მედიასაშუალებას მოუწოდებდა, თავი შეეკავებინა გადაუმოწმებელი, ცალმხრივი მასალის გავრცელებისაგან, რომელიც სიძულვილის გაღვივებას და ისლამის მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების დამკვიდრებას უწყობდა ხელს. თუმცა, ჩვენი აზრით, ტელეკომპანიის რეაგირება მომხდართან დაკავშირებით არასაკმარისი იყო", ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაცია მოუწოდებს მედიას სიფრთხილით მოეკიდნონ მგრძნობიარე თემების გაშუქებას და დაიცვან მუწყებელთა ქცევის კოდექსის ნორმები.
სრულად
წყარო: media.ge