თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ბიბლუსის საჩივარი ცილისწამებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა და უცვლელი დატოვა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები.
სასამართლომ დაასკვნა, რომ თანამშრომლების მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის ერთი ნაწილი სწორ ფაქტებს წარმოადგენდა, ხოლო მეორე ნაწილი - მათ პირად აზრს, რაც გამოხატვის თავისუფლების უფლებითაა დაცული.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ბიბლუსში დასაქმებულ მშრომელთა დამცველად 2017 წლიდანვე ჩაერთო.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2017 წელს „ბიბლუსი გალერიში“ დასაქმებულების ნაწილმა შრომით ექსპლუატაციაზე, დაბალ ანაზღაურებაზე, არანორმირებულ სამუშაო გრაფიკზე და დაჯარიმების უსამართლო, გაუმართლებელ სისტემაზე ისაუბრა. ამ განცხადებების შემდეგ, კომპანიამ 2 თანამშრომელი გაათავისუფლა. სოციალური სამართლიანობის ცენტრის სამართლებრივი დახმარებით, სასამართლომ თანამშრომლების გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია, თუმცა დავა კვლავაც მიმდინარეობს ზემდგომ ინსტანციებში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში