თბილისი. ფონდი „ტასო“ კიბერბულინგის შესახებ ინფორმაციას აზიარებს.
„კიბერბულინგი არის დამაშინებელი, დამცინავი ან მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნა, ხშირად სოციალური მედიის საშუალებით, და კვლევების თანახმად, უმეტეს შემთხვევებში, მიმართულია მოზარდებზე, ახალგაზრდა გოგონებსა და უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენლებზე.
პირისპირ ბულინგი და კიბერბულინგი ხშირად შეიძლება მოხდეს ერთმანეთის კვალდაკვალ, ან თანადროულად, მაგრამ რიგ შემთხვევებში, კიბერბულინგი ტოვებს მავნე ქმედების დამადასტურებელ ციფრულ კვალს - ჩანაწერს ან შეტყობინებას, რომელიც შეიძლება იყოს სასარგებლო და უზრუნველყოს მტკიცებულებები ძალადობის შესაჩერებლად“.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში