თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს ბლოგპოსტს: ორი წელი 12 მაისის მოვლენებიდან.
„2018 წლის 12 მაისს, ღამის საათებში, თბილისის ღამის კლუბებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფართომასშტაბიანი საპოლიციო ოპერაცია დაიწყო. ღამის კლუბების ტერიტორიაზე, დიდი რაოდენობით პოლიციელისა და შეიარაღებული სპეციალური დანიშნულების რაზმის შესვლამ სტუმრებით ხალხმრავალ სივრცეში, ადამიანებში შიშისა და დაუცველობის განცდა გააჩინა.
პარლამენტის მიერ ნარკოპოლიტიკის სფეროში ფუნდამენტურ ცვლილებებზე მსჯელობის ორწლიანი შეჩერების ფონზე, დღემდე უპასუხოდ რჩებიან ის ადამიანები, რომლებიც მოქმედი ნარკოპოლიტიკის არაჰუმანურ და უსამართლო სასჯელებს პენიტენციურ დაწესებულებებში ელოდებიან. არაპროპორციული სასჯელებით თავისუფლებააღკვეთილ პირთა გარდა, მძიმეა ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულ იმ პირთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობაც, რომელთაც წლობით ჩამორთმეული სამოქალაქო უფლებები დასაქმების, მინიმალური საარსებო შემოსავლისა და საზოგადოებაში სრულფასოვანი დაბრუნების შესაძლებლობის გარეშე ტოვებს“.
სრულად...
წყარო: emc.org.ge