თბილისი. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ინფორმაციით, 6 თებერვალს, საქართველოს სახალხო დამცველმა, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსს, მანუჩარ მუმლაძის საქმეზე რეკომენდაციით მიმართა.
„სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მანუჩარ მუმლაძის როტაციის შესახებ გადაწყვეტილება არღვევს ადმინისტრაციულ კანონმდებლობას, არ არის არგუმენტირებული და მოკლებულია გონივრულ დასაბუთებას. შესაბამისად, სახალხო დამცველი სასაზღვრო პოლიციის უფროსს, თემურ კეკელიძეს, ურჩევს, ბათილად ცნოს მ. მუმლაძის როტაციის შესახებ ბრძანება და ის აღადგინოს როტაციამდელ სამუშაო ადგილზე. სახალხო დამცველი რეკომენდაციაში მიუთითებს სასაზღვრო პოლიციის მხრიდან ადმინისტრაციული კანონმდებლობის დარღვევაზე, მ. მუმლაძის როტაციის საფუძვლების არ არსებობასა და სადავო ბრძანების გაუქმების აუცილებლობაზე. მ. მუმლაძის ინტერესებს სასამართლოში GDI იცავს. საქმეზე არსებითი განხილვის პირველი სხდომა გაიმართება 2020 წლის 05 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: gdi.ge