თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)თბილისის სააპელაციო სასამართლოში გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე გარდაცვლილი 12 წლის სალომე ტატიშვილის საქმეზე პირველი სხდომა იმართება.
„2016 წლის 10 იანვარს 12 წლის სალომე, დებთან, სპორტ-სკოლის მწვრთნელთან და სხვა მოსწავლეებთან ერთად სრიალებდა, რა დროსაც ზურგიდან შეეჯახა გიორგი ლიპარტელიანი. შეჯახების შედეგად სალომე ადგილზე გარდაიცვალა. როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 29 დეკემბერს მიღებული განაჩენით ბრალდებული გაამართლა.
გაუგებარია, რა საფუძვლით ვარაუდობს მოსამართლე, რომ სწორედ სალომეს სრიალმა შეუწყო ხელი შედეგის დადგომას, თანაც იმგვარად, რომ ბრალდებულისთვის შედეგის თავიდან არიდება შეუძლებელი გამხდარიყო. გასათვალისწინებელია, რომ თხილამურებით სრიალი მოთხილამურისგან სწორედ ისეთი სიჩქარის და სტილის შერჩევას მოითხოვს, რომელიც უსაფრთხო იქნება წინ მიმავალი მოთხილამურეებისთვის. ასევე მოწმეთა ჩვენებებით ცალსახად დასტურდება, რომ შემთხვევის დღეს იყო კარგი ხილვადობა, ტრასაზე დიდი მანძილიდანაც ადვილად იყო შესაძლებელი მოთხილამურეების ტრაექტორიის გარჩევა, შემთხვევის ადგილას ტრასა იყო სკამადო განიერი", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
სრულად...
წყარო: gyla.ge