თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) საგამოძიებო სისტემის ანლიზს აქვეყნებს. დოკუმენტში გაანალიზებულია ის საკანონმდებლო ნორმები, რომელიც ადგენს გამოძიების წესებს, გამოძიების პროცესში ჩართულ სუბიექტებს შორის ურთიერთობებს, მათი დამოუკიდებლობის ხარისხს, როგორც ერთმანეთისგან, ისე - გარეშე სუბიექტებისგან.
„ამ კუთხით, განსაკუთრებით საინტერესოა პროკურორსა და გამომძიებელს შორის არსებული სუბორდინაცია – კერძოდ, რამდენად მასშტაბურია გამოძიებაზე პროკურორის საპროცესო ხელმძღვანელობა, რა ინტენსივობით შეუძლია პროკურორს, რომელიც ამავდროულად არის პროცესის მხარე, 10 საგამოძიებო მოქმედებებში ჩარევა და რა სივრცე რჩება გამომძიებელს, გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ და ობიექტურად. კვლევაში ასევე ყურადღება გამახვილებულია საგამოძიებო ორგანოების ინსტიტუციურ მოწყობაზე, გამომძიებლების კვალიფიკაციასა და იმ საკითხებზე, რაც არსებით გავლენას ახდენს გამოძიების ობიექტურობასა და ეფექტიანობაზე", - ვკითხულობთ ანალიზის შესავალში.
სრულად
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი