თბილისი. საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთმა“ კვლევა „არავინ დატოვო ყურადღების მიღმა“ ჩაატარა.
კვლევაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა მოწყვლადი თემის წევრები, სოციალური სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
კვლევის მიზანია საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში, კერძოდ: წყალტუბოში, ხონიში, ამბროლაურში, გორში, ქარელში, მცხეთაში, თეთრიწყაროში, ზუგდიდში, ჩოროწყუსა და გალიში სოციალურად დაუცველი მომსახლეობის, სოციალური საჭიროებისა და სერვისების შეფასება. "საქართველოში მოწყვლადი და მარგინალიზებული თემების ინკლუზიის მშენებლობა" პროექტის ფარგლებში, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი - "აფხაზეთი" (CHCA), საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში სოციალურ საჭიროებათა კვლევას აწარმოებს, გაეროს დემოკრატიის ფონდის (UNDEF) მხარდაჭერით.
სრულად....
წყარო:საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“