თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი გთავაზობთ დევიდ პ. ბარაშის თარგმანს „არსებობს ომის ინსტინქტი?”.
„ადამიანურ აგრესიასთან, ძალადობასთან და ომთან დაკავშირებით არ არსებობს ცალსახა პოზიცია, რომელსაც ევოლუცია გაუმაგრებდა ზურგს. ერთი მხრივ, ჩვენ შეგვიძლია, ჩავიდინოთ გაუგონარი ძალადობა. მეორე მხრივ, ჩვენ შეგვწევს ძალა, გამოვავლინოთ განსაკუთრებული თანაგრძნობა თუ თავგანწირვა. ჩვენი ეგოისტი გენები პასუხისმგებელია საშინელ, გამანადგურებელსა და უსიამოვნო ქმედებათა მთელ რიგზე. თუმცა, ამავდროულად, ამ ეგოისტ გენებს ისიც შეუძლიათ, გვიბიძგონ განსაცვიფრებელი ალტრუისტული საქციელისკენ, რომელშიც არაფერია ისეთი, რაც საკუთარ თავზე ზრუნვას შეიძლება დავუკავშიროთ...
... ფსიქოლოგი ბ. ფ. სკინერი წერდა: “არც ერთი თეორია არ ცვლის იმას, რასაც თავად გვიხსნის; ადამიანი იმად რჩება, რაც ყოველთვის იყო.” ეს მსჯელობა უმრავლესი ფენომენის შემთხვევაში სწორია. თუმცა ადამიანის ბუნების შესახებ თეორიები ასეთი არ არის. არ ვამბობ, რომ ადამიანის ბუნების შეცვლა ერთ კონკრეტულ თეორიას შეუძლია. ვგულისხმობ იმას, რომ ამ დროს იცვლება ჩვენი მოლოდინები და, შესაბამისად, ჩვენი ქცევა, რასაც საკმაოდ სერიოზული შედეგები მოჰყვება. თუ, მაგალითად, დარწმუნებული ვიქნებით, რომ თომას ჰობსი მართალი იყო და ადამიანები ბუნებრივად არიან მიდრეკილი აგრესიული, აუტანელი ქცევისკენ, ამას გავლენა ექნება ჩვენს პოლიტიკაზე, მათ შორის ჩვენი ეროვნული ბიუჯეტის პრიორიტეტებზე - რამდენი ჩავდოთ, მაგალითად, განათლებასა და ჯანდაცვაში და რამდენი - პოლიციასა და სამხედრო შეიარაღებაში - რაც შეიძლება გახდეს კიდეც საკუთარივე წინასწარმეტყველების აღმსრულებელი““.
სრულად...
წყარო: socialjustice.org.ge