თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრის გიზიარებთ თარგმანს „მოსაზრებები ნეოლიბერალიზმისა და ფემინიზმის საკამათო ურთიერთმიმართებაზე“.
„ჩვენ ვამტკიცებთ, რომ გარდა გავლენისა ეკონომიკასა და პოლიტიკაზე, ნეოლიბერალიზმი სოციალური ღირებულებებისა და კულტურის ჩამოყალიბებაშიც მონაწილეობს. ზემოხსენებული ეკონომიკური და პოლიტიკური პრაქტიკების შემოტანითა და მხარდაჭერით იგი გვევლინება ყოველდღიური ცხოვრების თანმდევი ღირებულებების, პირადი ინტერაქციების, სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისა და მათი ქცევის შესახებ წარმოქმნილი იდეების აღმნიშვნელად. ძლიერი ინდივიდუალიზმის მხარდაჭერით იგი აზვიადებს ინდივიდის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის როლს არსებულ უთანასწორო სოციალურ სტრუქტურაში ისე, რომ კითხვებს არ უსვამს თავად სისტემის შიგნით არსებულ სტრუქტურულ ჩაგვრას. მაგრამ, როგორ შემოდის ამ სურათში ფემინიზმის საკითხი? როგორც უოლბი ამტკიცებს (2011:11), ნეოლიბერალიზმის ინტენსიფიკაცია ფემინიზმს ახალი გამოწვევის წინაშე აყენებს, იმდენად, რამდენადაც მისი ეფექტები (მზარდი სოციალური უთანასწორობა, დემოკრატიული მმართველობის შესუსტება) წინააღმდეგობაშია ფემინიზმის ზოგად მიზნებთან. ქამრების შემოჭერის პოლიტიკათა გენდერიზებული ეფექტების თანმდევი პრობლემები, სიღარიბის ფემინიზაცია, დაბალი შემოსავალი, შეუსაბამო ექსპლუატაციური და მყიფე სამუშაო გარემო, ქალთა შრომის გაორმაგებული ტვირთი, შინამეურნეობების პრობლემები, რომელთაც მარტოხელა ქალები აწყდებიან, ნეოლიბერალიზმის გენდერიზებული ფორმებისა და მათი შესაძლო შედეგების შესახებ გვაფრთხილებენ“.
სრული თარგმანი...
წყარო: socialjustice.org.ge