თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ განცხადება გაავრცელეს. არასამთავრობოები თვითმმართველობის მოხელეებთან დაკავშირებით კანონში შესულ ცვლილებებს ეხმაურებიან.
„მიღებული ცვლილების მიხედვით, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე, მათ შორის კონკურსის წესით დანიშნულიც, ჩაითვლება დროებით მოვალეობის შემსრულებლად, ხოლოგამოთავისუფლებულ ადგილზე გამოცხადდება კონკურსი.
ეს დებულება საკანონდელო პაკეტის თავდაპირველ, ინიცირებულ ვერსიაში არ ყოფილა. ირკვევა, რომ მისი დამატება დისკუსიის ბოლო ეტაპზე მოხდა, კანონპროქტის მესამე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისას, რის გამოც ის საზოგადოებრივი დისკუსიის მიღმა აღმოჩდა. ის, რომ ამ ნორმის თაობაზე საზოგადოება სათანადო წესით ინფორმირებული არ იყო, კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორი ხარვეზიანი და ნაკლული იყო თვითმმართველობის კოდექსისა და თანდართული კანონპროექტების განხილვის პროცედურა, რაც დაუშვებელია, მით უფრო ამ მასშტაბისა და მნიშვნელობის რეფორმის წარმოებისას", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად
წყარო: transparency.ge