თბილისი. საქართველოს პრეზიდენტი დღეს კამპანიაში – „ეს შენ გეხება" – ჩაბმული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მათ გიორგი მარგველაშვილს წამოწყებული მოძრაობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ის პრობლემური საკითხები და მანკიერი მხარეები, რომლებიც ჯერ კიდევ არის როგორც კანონმდებლობაში, ისე პრაქტიკაში, აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. მისი თქმით, ადამიანის უფლებების დაცვა ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია და მის უზრუნველყოფა ყველა მხარის ვალდებულებაა.
შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში ქვეყნის პირველი პირის ინიციატივით გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ადამიანის უფლებათა ცენტრი, ლიბერალური აკადემია - თბილისი, ჟურნალისტური ეთიკის ქარია, ფონდი - ღია საზოგადოება საქართველო, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.
სრულად
წყარო: საქართველოს პრეზიდენტის ვებგვერდი სოციალურ ქსელში