ქვემო ქართლი. რამდენიმე კვირის წინ სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) წარმომადგენლები, პლატფორმა სალამთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთში (ყოფილი იმირასანი) იმყოფებოდნენ.
ადგილობრივების თქმით, მათ წლებია აწუხებთ მძიმე სუნი, ბუზები, რომელიც სოფელში მდებარე ქათმების ფერმას უკავშირდება. სოფლის მაცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ ხშირია სხვადასხვა ინფექციის გავრცელების, ინტოქსიკაციის შემთხვევებიც.
ორგანიზაციის და პლატფორმის წარმომადგენლებმა ფერმის დათვალიერების შემდეგ ღია სივრცეში დაყრილი სკინტლი და სხვა ნარჩენები აღმოაჩინეს.
„ადგილობრივმა მოსახლეობამ გაგვიზიარა, რომ ფეკალიების მასების გატანა ამ ტერიტორიებიდან იშვიათად ხდება, კომპანია მათ აგროვებს, შემდგომ ასხვისებს და სწორედ ეს პრაქტიკაა მათი მძიმე რეალობის მიზეზი“.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიმართვის შედეგად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ინსპექტირების შემდეგ ფერმას დაავალა ტერიტორიის გასუფთავება, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება, ასევე, კომპანიას „სავანეთი 99“ აეკრძალა ნარჩენების ინსინერაცია (დაწვა, განადგურება).
სრულად...
წყარო: socialjustice.org.ge