სამეგრელო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისისა და ორგანიზაციის სამოქალაქო საბჭოების წევრების ორგანიზებით, 10 მარტს, ზუგდიდსა და წალენჯიხაში შეხვედრები გაიმართა.
„ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლების მცხოვრებლები გზის ორი მონაკვეთის რეაბილიტაციას ითხოვენ. სოფელ ონარიის მცხოვრებთა მოთხოვნა საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემის მოწყობა, გზის მოასფალტება, მათ შორის ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფომდე მისასვლელი გზის მოწესრიგებაა. წალენჯიხაში, დაბა ჯვარში კი მოსახლეობა კორპუსების გადახურვას, დაზიანებული საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას და უწყვეტ წყალმომარაგებას ითხოვს.
ზუგდიდსა და დაბა ჯვარში გამოვლენილი პრობლემების გადასაჭრელად პეტიციისა და წერილობითი მიმართვის ორგანიზება უკვე დავიწყეთ და შესაბამის უწყებებს უახლოეს მომავალში მივმართავთ“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში