16 ოქტომბერს, 10:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი გამართავენ დისკუსიას – „დიასპორა და სახელმწიფო: თანამშრომლობის და ურთიერთმხარდაჭერის პერსპექტივები”.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება კვლევის „დიასპორა და სახელმწიფო: ირლანდიის, იტალიისა და სლოვენიის გამოცდილება" შედეგები.
მისამართი:თბილისი,თელავის 20, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი", დარბაზი „ოდიში"