კახეთი.20 ივნისს, საღამოს 7 საათზე, გურჯაანში, საზოგადოებრივი
ორგანიზაციის მედია ცენტრ კახეთის მოხალისეებმა ,,პაპას ბაღში" მორიგი აქცია გამართეს.
მედია ცენტრ კახეთის მოხალისეებმა სლოგანით ,,დაიწყე
ცხოვრება ღიმილით" საზოგადოებას გაერთიანებისკენ და გახალისებისკენ მოუწოდეს. ახალგაზრდბემა
საზოგადოებას სხვადასხვა სახის „ღიმილები"დაურიგეს, რომელიც საინტერესო და პოზიტიური
სლოგანებით იყო გაფორმებული. აქციის მიზანი საზოგადოების სამოქალაქო პროცესებში ჩათვა
და გააქტიურება იყო.
მაკა ხაზიური, აქციის ორგანიზატორი: ,,მედია ცენტრ კახეთის
მოხალისეებმა გამართეს კიდევ ერთი საინტერესო აქცია. ღონისძიების მონაწილეებმა მოაწყეს
ასფალტზე სმაილების ხატვა, გამართეს ფლეშმობი, ხოლო საღამოს მოეწყო ნაყინების დაგემოვნება
და დისკოთეკა".