თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული დანაშაულობათა სტატისტიკური
საჯარო ინფორმაცია გამოაქვეყნა. სამინისტროდან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით,
ორგანიზაციის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „იანვარ-მარტის თვეებში საქართველოში სულ რეგისტრირებულ იქნა 11,708 დანაშაული, რაც წინა წლის შესაბამის თვეებში რეგისტრირებულ
10,033 დანაშაულთან მიმართებაში წარმოადგენს დანაშაულის 16,6%-ით მატებას. მართალია 2013 წლის იანვარი-მარტის თვეებში, წინა წლის შესაბამის თვეებთან შედარებით, აგრეთვე იმატა გახსნილ საქმეთა პროცენტულმა მაჩვენებელმა, თუმცა მეტი რაოდენობის გაუხსნელი დანაშაული (7871) წინა წელიწადთან შედარებით (7143) მაინც 2013 წლის პირველ კვარტალზე მოდის".
სრულად
წყარო: idfi.ge