თბილისი. 5 ოქტომბერს გაიმართა მასწავლებელთა ეროვნული ჯილდო – 2023–ის დასკვნითი ღონისძიება. ჯილდოს მფლობელი გორის მე–8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მენტორი მასწავლებელი ნინო ფსუტური გახდა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი 2017 წელს პირველად ჩატარდა. ჯილდოს კონკურსში შვიდი წლის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო 800-ზე მეტმა მასწავლებელმა, ხოლო წარდგენილი იყო 4 663 პედაგოგი.
ეროვნული ჯილდოს ფინალურ ღონისძიებაზე, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის სამოქალაქო კამპანიის „ეს ქვეყანა შენიას“ ფარგლებში დაჯილდოვდა თბილისის ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის #178 საჯარო სკოლის მასწავლებელი – თამარ ცანავა. სამოქალაქო კამპანიის „ეს ქვეყანა შენია“ მიმდინარეობს სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის პროექტის ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.
კონკურსის გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი“, ოქროს სპონსორები არიან „ლიბერთი ბანკი“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. სპონსორები არიან: EPAM Georgia, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (ctc) და ალტე უნივერსიტეტი, ხოლო ჯილდოს მხარდამჭერები არიან: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, პირველი არხი|ტელესკოლა და ციფრული-კრეატიული სააგენტო „მავერიკი“.
სრულად...