კახეთი. ორგანიზაცია ,,ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელი" ძალადობისგან დაცვის თემაზე საჯარო დისკუსიებს ატარებს. ,,ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დახმარება" კახეთის რვავე რეგიონში ხორციელდება.
,,ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის’’ კახეთის რეგიონალური კომიტეტის თავმჯდომარის, ჯილდა ხარიტონაშვილის თქმით, ორგანიზაციის მიზანია, გადაარჩინოს და დაიცვას ქალები ძალადობისგან.
,,ორგანიზაციის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ფსიქო-სამედიცინო და იურიდიული კონსულტაციები კახეთის რეგიონში. ვატარებთ ტრენინგებს და დისკუსიებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დაინტერესებული პირებისათვის და ახალგაზრდებისთვის, რომელიც შეეხება ძალადობას და მისი თავიდან აცილების გზებს.’’
ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ფსიქოლოგის მანანა სოლოღაშვილის თქმით, პროექტის ფარგლებში საჯარო დისკუსიები კახეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ჩატარდა, რომელიც ძირითადად გათვლილია მოზარდებზე, მშობლებსა და პედაგოგებზე:
,,პროექტის ფარგლებში ჩავატარეთ საჯარო დისკუსიები მოსწავლეებთან. ძირითადად აქცენტი გვაქვს სოციალურ სააგენტოებზე და მათ წარმომადგენლებზე. როდესაც ბავშვი ძალადობის მსხვერპლია, ყველა ერთად უნდა დავეხმაროთ. საზოგადოების ცნობიერების დონე უნდა ამაღლდეს ამ მიმართულებით, რომ როგორ დავეხმაროთ ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს.’’