აჭარა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა თემაზე – „რეგიონი და ადამიანის უფლებები". შეხვედრაზე რეგიონში ადამიანის უფლებების მიმართულებით მომუშავე საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, დამსწრე საზოგადოებას ბავშვთა უფლებების, საკუთრების უფლების, გამოხატვის თავისუფლების, სამოქალაქო ჩართულობის და დევნილთა მდგომარეობის მიმართულებით არსებული ვითარება გააცნეს. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც ყველა მნიშვნელოვანი და პრობლემატური საკითხი განიხილეს და გაანალიზეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და უფროსკლასელები.