თბილისი.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს განცხადებას „სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის მზარდი ტენდენცია ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით გრძელდება“.
„შემაშფოთებელია, რომ თავისუფალი გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებების შეზღუდვის მზარდი ტენდენცია კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გრძელდება, რასთან დაკავშირებითაც მოთხოვნილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
(...) ინიცირებული ცვლილებების მიზანი სამოქალაქო უფლებების კიდევ უფრო შეზღუდვაა, რაც გამოიწვევს ქვეყანაში თავისუფალი გამოხატვის სივრცის შევიწროებას, შედეგად კი, ეს პირდაპირ მოახდენს გავლენას ქვეყნის დემოკრატიის, შესაბამისად, ადამიანების კეთილდღეობის ხარისხზე“, ნათქვამია საიას განცხადებაში.
სრულად...
წყარო: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია