თბილისი. 11-13 სექტემბერს, საქართველოს გაეროს ასოციაცია, ორგანიზაცია „პარტნიორები საქართველოსთან" ერთად, პროექტის ახალგაზრდული ცენტრის 25 წევრისათვის „ეფექტური ფასილიტაციის" 3-დღიან ტრენინგს ატარებს. ღონისძიება 2013 წლის მაისში ჩატარებული ფასილიტაციის ტრენინგის მეორე ეტაპს წარმოადგენს.
ტრენინგს წინ უძღოდა ფასილიტატორების მიერ ჩატარებული შეხვედრები თანატოლებთან, მშობლებთან და ადგილობრივ თვითმმართველობების წარმომადგენლებთან. ჩატარებული შეხვედრების შესახებ წარმოადგენენ ტრენინგის მონაწილეები პრეზენტაციებს - თუ რა ტიპის ფასილიტაცია გამართეს თავინთ ქალაქებში, რა სირთულეებს მოიცავდა შეხვედრების დაგეგმვისა და ფასილიტაციის პროცესი, რა იდეები და შემოთავაზებები მიიღეს, რა შეიძლება გაკეთდეს შემდგომში ფასილიტაციის პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის. ასევე, ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ მიღწეულ იქნა თუ არა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრის ძირითადი მიზნები.
წყარო:სამოქალაქო აქტივიზმის ახალგაზრდული ცენტრის გვერდი სოციალურ ქსელში