სამცხე-ჯავახეთი. სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბის - დემოკრატ მესხთა კავშირის მიერ, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში ორგანიზებული ღია კარის დღეებზე, ორგანიზაციის და ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეები - მარიამ ბოჩიკაშვილი და თათია ბერძენიძე -სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდნენ.
მარიამი და თათია თანატოლებს ახალგაზრდული პროგრამების ფარგლებში მიღებული ცოდნის, გამოცდილების შესახებ ესაუბრნენ.
ჯაბა ნათენაძემ კი მონაწილეებს ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობა, მიზნები და მიმდინარე პროგრამები გააცნო.
შეგახსენებთ, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბის - დემოკრატ მესხთა კავშირის ახალგაზრდულ პროგრამაში მონაწილეობა, რეგიონში მცხოვრებ 14-21 წლამდე ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია.
სამცხე-ჯავახეთის ჰაბი საქმიანობას ახორციელებს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში