სამცხე-ჯავახეთი. ახალციხეში, ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა. ღონისძიებას სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბიზნესმენები და ხელისუფლების პირველი პირები დაესწრნენ. ადიგენისა და ახალციხის სამოქალაქო და სასკოლო კლუბის წევრებმა საზოგადოებას დასაფინანსებლად ხუთი პროექტი წარუდგინეს. ახალგაზრდებმა პრობლემის მოგვარება ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის, თანასწორობის, ტურიზმის, ცხოვრების ჯანსაღი წესისა და მოხალისეობის კუთხით გადაწყვიტეს.
პროექტების წარდგენის შემდეგ საზოგადოებასა და ჯგუფებს შორის კითხვა პასუხი შედგა. სამოქალაქო და სასკოლო კლუბების წევრებმა გამოცდილი ადამიანებისგან რეკომენდაციებიც მიიღეს. წარმოდგენილი პროექტებიდან ორ მათგანს მხარდაჭერა ფორუმზევე აღუთქვეს. გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ შესაბამის ჯგუფს გამწვანებასთან დაკავშირებით, დახმარება შესთავაზა. ცხოვრების ჯანსაღის წესის დამკვიდრებაში კი ახალგაზრდებს მხარი ფირმა „ლელას" დირექტორმაც დაუჭირა.
„ვორლდ ვიჟენის", ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის, სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობისა" და „ახალციხის დემოკრატ მესხთა კავშირის" ორგანიზებით, მსგავსი მასშტაბის ფორუმი რეგიონში პირველად შედგა. ორგანიზატორთა განმარტებით, ფორუმის მიზანს ახალგაზრდების გააქტიურება, მათი პრობლემების კვლევა და საკითხის გადაჭრის გზების ძიება იყო.