შიდა ქართლი. 26 სექტემბერს, გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გარემოს დაცვით საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა. პროექტში მონაწილეობა მიიღო საჯარო სკოლების გარემოს დაცვის კლუბის მოსწავლეებმა. ტრენინგი გაიმართა პროექტის - „ახალგაზრდობის ჩართულობა და განვითარება" ფარგლებში, რომელსაც საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი" UNICEF-თან პარტნიორობითა და USAID საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
„სემინარზე განხილული იყო მოსწავლეებისათვის საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხები - გარემოსდაცვითი კლუბების შესაძლებლობის გაძლიერება და საქმიანობის შეფასება, პრობლემების/გამოწვევების გაანალიზება და გადაჭრის გზების ძიება, ბუნებაში მიმდინარე პროცესები (კვებითი ჯაჭვი, მზის ენერგია, მცენარეების მნიშვნელობა) და სხვა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში