თბილისი. თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჟურნალ „ტაბულას" მთავარ რედაქტორ თამარ ჩერგოლეიშვილის მიმართ, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების" სააპელაციო საჩივრის განხილვა დაიწყო.
თბილისი. სახალხო დამცველმა ანგარიში გამოქვეყნა, სადაც ასახულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებების მონიტორინგის შედეგები.
თბილისი. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩეული წევრების საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა.
თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აქვეყნებს ბლოგპოსტს: „2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების გაზრდილი დაფინასება შესაძლო არარაციონალური ხარჯვის რისკს ზრდის".
თბილისი. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგი 2016 წლის 8 ივნისს დაიწყო.
თბილისი. 17 ოქტომბერს, გაიმართა ტრენინგი თემაზე: „საერთაშორისო სტანდარტები დისკრიმინაციისა და ქალთა მიმართ ძალადობის თაობაზე და საქართველოს კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებული გამოწვევები.
თბილისი. ევროკავშირი ყურადღებით აკვირდებოდა საარჩევნო პროცესს საქართველოში, ხმების ოფიციალური დათვლის პირველადი შედეგების ჩათვლით ნათქვამია ფედერიკა მოგერინისა და იოჰანეს ჰანის ერთობლივ განცხადებაში.
თბილისი. 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები „კონკურენტულ და კარგად ადმინისტრირებულ გარემოში გაიმართა, სადაც ძირითადი თავისუფლებები ზოგადად დაცული იყო", განაცხადა OSCE/ODIHR–ის სადამკვირვებლო მისიამ კვირას გავრცელებულ წინასწარ დასკვნაში.
თბილისი. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე აკვირდებოდა.
თბილისი. 7 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა: საიამ, სამართლიანმა არჩევნებმა და საერთაშორისო გამჭირვალობამ წინასაარჩევნო გარემოს საბოლოო შეფასება გამოაქვეყნეს.
თბილისი. 6 ოქტომბერს გამართულ პრეზენტაციაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" წარადგინა ანგარიში, რომელშიც მოცემულია პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კუთხით არსებული მდგომარეობა.
თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა პარლამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია პარლამენტის წევრებზე დროებით მფლობელობაში გადაცემული სახელმწიფო ავტომობილებზე დაკისრებული ვიდეო ჯარიმების შესახებ.