თბილისი. 19 თებერვალს, ფრონტლაინ ჯორჯია კლუბში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) გიწვევთ დოკუმენტური ფილმის, „ეს არ არის ჩემი სახლი", ჩვენებაზე.
„ფილმი გადაღებულია „ლიბერალის" მიერ „ქალთა გლობალური ფონდის " მხარდაჭერით და გვიჩვენებს აფხაზეთიდან დევნილი 4 ქალის ისტორიას, რომელთაც ერთი საერთო ნიშანი - მომავლის რწმენა და სახლში დაბრუნების სურვილი აერთიანებთ.
იძულებით გადაადგილებული პირები და მათი შვილები ომის შედეგებს დღემდე იმკიან. ფილმში ოთხი ქალი საკუთარ ამბავს ჰყვება, - თუ როგორი ახსოვთ მათ საკუთარი ცხოვრება ომამდე და რა შეიცვალა ომის შემდეგ, როგორ მოახერხეს საკუთარი თავის დამკვიდრება ახალ გარემოში და როგორ იბრძვიან დღემდე.
მათი ისტორია განსხვავებულია: ზოგიერთი ახერხებს დე ფაქტო საზღვრის გადაკვეთას და ახლობლებთან ურთიერთობას ინარჩუნებს, ზოგიერთი კი ამისთვის მზად არ არის, თუმცა ყოველდღე ელოდება სახლში დაბრუნებას", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: liberali.ge