თბილისი. 23 დეკემბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „გამოწვევები თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარულის სტატუსის მქონე პირთა უფლებების დაცვის სფეროში და მათი გადაჭრის გზები".
„სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ უფრო აქტიურად უნდა ჩართოს საერთაშორისო ორგანიზაციები და არასამთავრობო სექტორი კანონმდებლობის შემუშავებაში და, რაც მთავარია, უფრო გამჭვირვალე გახადოს მისი იმპლემენტაცია.
სახალხო დამცველის წარმომადგენელმა თავშესაფრის საკითხებზე აპარატის საქმიანობის შედეგად გამოკვეთილ ტენდენციებზე, მთავარ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა, მიმოიხილა თავშესაფრის კანონმდებლობა, სახელმწიფო უსაფრთხოების საფუძვლით ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების მინიჭებაზე უარის დასაბუთების საკითხი და ამგვარი საქმეების გასაჩივრებისა და საქმის წარმოება”, ნათქვამია ომბუდსმენის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: www.ombudsman.ge