სამცხე-ჯავახეთი. დემოკრატიული ჩართულობის მხარდაჭერის პროგრამის (FID) მონაწილეთა ინიციატივით, დემოკრატ მესხთა კავშირის იურისტებმა შეიმუშავეს, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარსადგენი დადგენილების პროექტი.
პროექტით ახალგაზრდები მოითხოვენ, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის სარეკრეაციო ტერიტორიებსა და საზოგადოებრივ სივრცეებში განაშენიანების რეგულირების წესების განსაზღვრას.
„ქალაქში არსებული არცერთი პარკი და სკვერი არ არის დარეგისტრირებული, როგორც სარეკრეაციო ზოლი, რაც შესაძლებელს ხდის, მის სივრცეში, მოხდეს, ნებისმიერი სახის ჩარევა, სწორედ მსგავსი ჩარევისგან თავის ასარიდებლად მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ მათგანს მიენიჭოს რეკრეაციული ზონის სტატუსი. ამ დროისათვის ახალგაზრდები, ელოდებიან მერიის მხრიდან, საკითხის (დადგენილების პროექტის) დეტალურ შესწავლას და ოფიციალური პოზიციის დაფიქსირებას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში