კახეთი. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ერასმუს მუნდუსის” პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ტუშას ვიტერბოს უნივერსიტეტის დელეგაცია, პროფესორი ლორენცო ვენცი, ვიტერბოს უნივერსიტეტის „ერასმუს მუნდუსის” კოორდინატორი ანტონინო სკარელი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელი ანჯელა ფატორელი და სტუდენტები ესწრებოდნენ.
დღეს, სტუდენტთა საერთაშორისო დღე, 100–ზე მეტი ამერიკული უნივერსიტეტი, კოლეჯი და საგანმანათლებლო ორგანიზაცია, 24 საათის განმავლობაში, ონლაინ რეჟიმში მზად არის უპასუხოს მათ კითხვებს, ვისაც აშშ–ში სწავლის გაგრძელება სურს.
სრულად.
თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის და მწვანე ალტერნატივის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდების აქტივისტთა ჯგუფებისთვის გაიმართა პირველი სემინარი.
თბილისი. თუ გსურთ ჰამფრის ერთწლიან გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა და გაქვთ კითხვები, 11 მაისს, 17:00 საათზე ვებ-ჩატზე პროგრამის კოორდინატორს შეგიძლიათ დაუსვათ იგი და დეტალურად გაეცნოთ პროგრამას.
იმერეთი. სამოქალაქო განათლების პროგრამა ,,მომავლის თაობის'' ფარგლებში, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით, პროგრამის სამიზნე სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისათვის გაიმართა ტრენინგი თემაზე: ,,როგორ მოვამზადოთ საპროექტო წინადადება''.
ქვემო ქართლი. "არა იძულებით და ნაადრევ ქორწინებას!" ამ სლოგანით „ჟურნალისტთა ქსელმა გენდერული თანასწორობისათვის" გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების გარაჯალასა და აქთაკლიის საჯარო სკოლებში ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან - მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართა.
იმერეთი. 29 აპრილს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა გლობალური კამპანიის „დავიცვათ ბავშვების სიცოცხლე" ფარგლებში, ქუთაისის # 38 საჯარო სკოლაში ბავშვთა საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია ჩაატარეს.
სამცხე–ჯავახეთი. ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრმა განაახლა მუშაობა და „პიროვნული განვითარების პროგრამის" ფარგლებში რეგიონის მოსახლეობას სხვადასხვა სახის კურსებს სთავაზობს.
კახეთი. "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" კახეთის ბიუროს წარმომადგენელმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლაში შეხვედრა გამართა და უფროსკლასელ მოსწავლეებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
თბილისი. 30 მაისს, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ოფისში ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობის ადვოკატირების საპილოტე პროგრამის’’ ფარგლებში გაიმართა ტრენინგი პროფესიულ ორიენტაციაში.
შიდა ქართლი. პროექტი - „კონფლიქტის ზონაში მცხოვრები პედაგოგების ფასილიტაცია/გადამზადება - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან ეფექტური ურთიერთობა" - საქართველოში მშვიდობის კორპუსის მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ხორციელდება.
იმერეთი. 29 აპრილს, „საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა" რეგისტრირებულმა კავშირმა სოფელ ჯალაურთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა-სემინარი ჩაატარა.
თბილისი. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს ვიცე პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გახსნა კონფერენცია: „ახალგაზრდების მონაწილეობა ელექტროენერგიით ვაჭრობის მექანიზმის შემუშავების პროცესში".
შიდა ქართლი. ცენტრმა აფხაზეთმა პროექტის – „ახალგაზრდების მონაწილეობა და განვითარება" ფარგლებში სამიზნე სკოლებში (გორის მუნიციპალიტეტის რვა სოფლის საჯარო სკოლა) სხვადასხვა საგანში მოსწავლეთა კონფერენციებს აწყობს.