თბილისი. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა დაიწყო ონლაინ სწავლების მსურველთა მეორე ნაკადისთვის განცხადებების მიღება. პროგრამაში მონაწილეობა უფასოა, კურსის წარმატებით გავლის შემდგომ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიეცემათ შესაძლებლობა ჩაერთონ მცირე გრანტების პროგრამაში. რაც საშუალებას მისცემთ მათ მიღებული ცოდნა და უნარები პრაქტიკაში გამოიყენონ.
შეგახსენებთ, რომ სწავლება მოიცავს 4 კურსს: კვლევის მეთოდები (ლექტორი იაგო კაჭკაჭიშვილი), საჯარო პოლიტიკის ანალიზი (ლექტორი ქეთი მელიქაძე), ადვოკატირება და ლობირება (ლექტორი ვაჟა სალამაძე) და საჯარო ფინანსები (ლექტორები: ოთო კიკვაძე და მიშა ძაგანია). ონლაინ სასწავლო კურსი აგებულია დისტანციური სწავლების კლასიკურ მოდელზე და შესაბამისად, სწავლა სამსახურიდან მოუწყვეტლივ ხორციელდება.
ონლაინ სწავლების, ოთხივე კურსზე პირველმა კურსდამთავრებულებმა სწავლა 30 მარტს დაასრულეს. ჩარიცხული იყო 173 მსურველი და მათ, ვინც წარმატებით დაასრულა კურსი მიიღო შესაბამისი სერთიფიკატი.
წარმატებული კურსდამთავრებულებისთვის, მათ, ვისაც მიღებული აქვთ ორი კურსის სერთიფიკატი, 21 აპრილს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტში გაიმართა საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის ღია კარის დღე.
გრანტის მოცულობა ერთ პროექტზე 11 000 ლარია, განაცხადების მიღება 30 აპრილს დასრულდება და საკონკურსო კომისია გამარჯვებულს მაისის ბოლოსთვის გამოავლენს.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების იმ წარმომადგენლებს კი, რომლებსაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ ონლაინ სწავლების კურსის გავლა, ვაცნობებთ, რომ განაცხადის შემოტანა 26 აპრილამდე შეუძლიათ. გამოიყენეთ შესაძლებლობა: ისწავლეთ და მიიღეთ გრანტი.
ონლაინ სასწავლო პროგრამა (აპლიკაცია) ....