კახეთი. თელავში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ვორლდ ვიჟენმა" (world vision) და ქართულ-ფრანგულმა სამედიცინო ცენტრმა „კახეთი იონმა" ერთობლივი შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე განიხილეს პროექტი „ჯანმრთელობა ყველას", რომელიც ემსახურება ბავშვთა ასაკში 0-დან 18 წლამდე სახე-მამოძრავებელი სისტემის დაავადებათა პრევენციას. შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები კახეთის რეგიონის მასშტაბით.
მაია ზარდიაშვილი, კალაურის ,,მშობელთა კლუბის" წევრი: ,,ასეთი საინფორმაციო შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, განსაკუთრებით ,,მშობელთა კლუბის" წევრებისთვის, რომლებსაც შეხება გვაქვს სოფლის მოსახლეობასთან. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბავშვის განვითარებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე".