კახეთი. 8 ნოემბერს თელავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გაიმართა კახეთის რეგიონში ანტინარკოტიკული მედიაკლუბის რიგით მეოთხე შეხვედრა.
მედიაკლუბის მიზანია ერთმანეთთან დაახლოვოს ამ მიმართულებით სხვადასხვა სფეროებში (მედიცინის მუშაკები, იურისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები) მომუშავე სპეციალისტებისა და ჟურნალისტების თვალთახედვა, რათა უფრო ადექვატურად, კვალიფიციურად და ზუსტად მოხდეს აღნიშნული პრობლემების გაშუქება და საზოგადოებისთვის მიწოდება.
დათო ღონღაძე, ორგანიზაცია „ბემონის" თელავის ოფისის ხელმძღვანელი:
,,დღევანდელ შეხვედრაზე მოხდა ანტინარკოტიკული პოლიტიკის განხილვა იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში შეცვლილი პოლიტიკური სიტუაცია იძლევა კანონის მეტად დახვეწის იმედს, რაც თავის თავში გულისხმობს ერთის მხრივ მთლიანად საზოგადოების და მეორეს მხრივ მისი იმ ნაწილის ინტერესების გათვალისწინებას და შესაბამისობაში მოყვანას, რომლებსაც შეეხოთ ნარკოტიკების მოხმარების პრობლემა. თემის წარდგენა გააკეთეს საზოგადოებრივი გაერთიანება ბემონის ხელმძღვანელმა თამარ სირბილაძემ და თბილის ანტინარკოტიკული მედიაკლუბის სპიკერმა, ნინო ბურჭულაძემ.