თბილისი. სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის (dvv international) საქართველოს ოფისმა და თბილისის გოეთეს ინსტიტუტმა ერთობლივად დააწესეს გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია, რომელიც ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების გაღმავებაში შეტანილი წვლილისათვის ყოველწლიურად გადაეცემა ქართველ კულტურის მოღვაწეებს.