თბილისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამია ფხაკაძის განცხადება ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" ჟურნალისტების, ნოდარ მელაძის და ქეთი ნადიბაიძის წინააღმდეგ.

„სადავო სიუჟეტი, რომელიც 16 თებერვალს გავიდა ეთერში და მოსამართლეთა ძვირადღირებულ სახლებს ეხებოდა, მათ შორის ნახსენები იყო მამია ფხაკაძეც და მის საკუთრებაში არსებული სახლი. ის მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2-მა" არაზუსტი ფაქტები გაავრცელა მის შესახებ საუბრისას, რითიც დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი, რომლის თანახმადაც ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაციას. ამასთან, მამია ფხაკაძის განცხადებით, დარღვეულია ქარტიის მესამე პრინციპიც (ფაქტების მიჩქმალვა), ვინაიდან სადავო მასალაში ჟურნალისტებმა აუდიტორიას არ მიაწოდეს სრულყოფილად ინფორმაცია და მიჩქმალეს მნიშვნელოვანი დეტალები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდი.

სრულად...

წყარო: qartia.ge