თბილისი. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას (GDI) ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლომ ორგანიზაციას მიაწოდა ინფორმაცია, რომლითაც ირკვევა, რომ „სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავა, „აიისას“ საქმესთან დაკავშირებით მოსამართლე მანანა კობახიძის შესახებ ე.წ. სუსის კრებსებიდან გავრცელებულ ინფორმაციას არ მიიჩნევს სარწმუნოდ/ავთენტურად, შესაბამისად უარს ამბობს მის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოების დაწყებაზე. მაშინ, როდესაც, სასულიერო პირი მოსამართლესთან კომუნიკაციის ფაქტს საჯაროდ ადასტურებს, ხოლო, ამავე ინფორმაციის თანახმად, მანანა კობახიძე გენერალური პროკურატურისგან აღნიშნული ფაქტის შესახებ სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას ითხოვს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმალისტური პასუხი დაყენებულ შუამდგომლობაზე აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს სასამართლოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების თაობაზე. ხოლო ამავე პერიოდში მანანა კობახიძის არჩევა მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ, დამატებით მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო არაა მოწოდებული, დაიცვას საკუთარი ავტორიტეტი, შეინარჩუნოს საზოგადოებაში ნდობა და მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილებები კონსტიტუციური და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით“, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
სრულად...
წყარო: gdi.ge