თბილისი. „ახალგაზრდა ადვოკატები" საერთო სასამართლოთა სისტემაში მოსამართლეთა საცხოვრებლის დაქირავებისათვის ბიუჯეტიდან გაწეულ ხარჯებზე მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.
„...ბოლო 5 წლის განმავლობაში, მოსამართლეების საცხოვრებელი ქირისთვის დაიხარჯა 1 მილიონ 48 ათასს 141 ლარი, ხოლო მხოლოდ 2016 წლის მანძილზე, ხარჯმა შეადგინა 190 091 ათასი ლარი". ხარჯთაეფექტურობისთვის და მართლზომიერებისთვის, ორგანიზაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:
„საქართველოს იმ ქალაქებში, რომელთა გეოგრაფიული არეალი საკმაოდ დიდია და შესაბამისად, 10-ზე მეტი მოსამართლის უზრუნველყოფა ხდება სახელმწიფოს ბიუჯეტიდან, მათი საცხოვრებელი ბინის ქირით უზრუნველსაყოფად განხორციელდეს მოსამართლეთა კამპუსის მშენებლობა. ეს იქნება სახელმწიფოს მხრიდან ერთჯერადად გაღებული თანხა, რომელიც მიმართული იქნება დანახარჯების ეფექტური მართვის, სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობისა და დანახარჯების შემცირების გრძელვადიან პერსპექტივაზე;
თვითმმართველ ქალაქებში შეძენილ იქნეს საცხოვრებელი ფართები, რომლებიც რეგისტრირდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბალანზე, დროებით სარგებლობაში გადაეცემა მოსამართლეებს და აღნიშნულ რეგიონებში გამწესებულ მომავალ მოსამართლეებსაც საშუალება ექნებათ ისარგებლონ სოციალური გარანტიებით", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
სრულად...
წყარო: barristers.ge